ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა  ახალი დახვეწილი რაკეტის გამოცდა ჩაატარა


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს , რომ ირანმაახალი დახვეწილი რაკეტის გამოცდა ჩაატარა, რომელსაც სავარაუდოდ ისრაელსა და სამხრეთ აღმსავლეთ ევროპამდე შეუძლია მიღწევა. მან ეს განცხადება დღეს გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა ირანის სამხედროების მიერ განხორციელებულ შორი რადიუსის მოქმედების რაკეტის წარმატებულ გაშვებას. გაშვებული ბალისტიკური რაკეტა არის ახალი ვერსია ნოემბერში ირანის მიერ გაშვებული რაკეტის. მაშინ აშშ-მა დაგმო რაკეტის გამოცდა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უგულვებელყოფაში დასდო ბრალი ირანს. დასავლეთი შიშობს რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს, მაშინ როდესაც ირანი აცხადებს რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.


XS
SM
MD
LG