ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღორის გრიპის ვირუსის შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა


მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად მსოფლიოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10200 აღწევს. აქედან 72 ადამიანი მექსიკაში გარდაიცვალა. მაგრამ აღნისნული გრიპის ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 5500 შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული. დღეს მისურის შტატში მეშვიდე ამერიკელი გარდაიცვალა ღორის გრიპის ვირუსით. ხელისუფლების განცხადებით 44 წლის პაციენტი მეწსიკაში სტუმრობის შემდეგ დაიღუპა ამ გრიპისგან. მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის განცხადებით აღნიშნული გრიპის ვირუსი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია დადასტურებული.


XS
SM
MD
LG