ბრიტანეთიდან მიღებული ცნობების თანახმად, ქვეყნის ქვედა პალატის სპიკერი სავარაუდოდ გადადგება თანამდებობიდან, მის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო.
მაიქლ მარტინი პირველი სპიკერია დიდ ბრიტანეთში, რომელიც ბოლო 300 წლის მანძილზე იძულებით დატოვებს თანამდებობას. ბევრმა ბრიტანელმა პარლამენტარმა მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა, მიუხედავად ბოდიშისა, რომელიც მარტინმა ბრიტანელ ხალხს მოუხადა სკანდალის გამძვინვარების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მაიქლ მარტინის ირგვლივ სკანდალი ატყდა თვის დასაწყისში, როცა გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” გაჟონა ინფორმაციამ, რომ ოფიციალური პირები სახელმწიფო თანხებს პირადი მოხმარების საგნებზე ხარჯავდნენ.