ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა


შეერთეებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა არ გაუშვას ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა და პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე იზრუნოს. თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ბარაქ ობამამ კიდევ ერთხელ დაადსტურა თავისი პოზიცია ორი სახელმწიფოს თანაარსებობის გზით ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა რომ არ არის პალესტინის თვითმართველობის წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული ძალაუფლების პირობებში, რათა პალესტინელთა სახელმწიფომ რაიმე საფრთხე არ შეუქმნას ისრაელს. დღეს ბატონი ნეთანიაჰუ კონგრესში გამოვა სიტყვით, სადაც თავის პოზიციას გააცნობს ამერიკელ კანონმდებლებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG