ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვების პრობლემები დევნილებში


დევნილთათვის ერთერთ პორბლემატურ საკითხად ისევ კვება და კვების მიწოდების საკითხი რჩება. “დევნილების სხვადასხვა დასახლება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს. ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები რა სახის პროგრამებს დაგეგმავენ და რა ვადებში. სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრები ერთმანეთის ნაცნობი იძულებით გადაადგილებული პირები ერთმანეთს ამ დახმარებების შესახებ უყვებიან, ინფორმაციას ადარებენ და ხშირად ასკვნიან, რომ ვის რა შეხვდება პირად კონტაქტებზე და უსამართლო გარიგებებზეა დამოკიდებული. ახალ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები თვლიან, რომ დახმარების პროცესი ძალიან ქაოტურია. როგორც ერთ-ერთმა დევნილმა აღნიშნა, „დახმარების ლოდინი იგივეა, რაც მარტის ამინდის წინასწარ გამოცნობა”. ზოგიერთმა ოჯახმა თქვა, რომ ვიღაც მუდმივად უნდა

დატოვო სახლში, რომ სადმე რამე დახმარება არ გამოჩდნეს და არ გამოგეპაროს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია დახმარების შესახებ შესაბამის დასახლებას

ინფორმაციას 24 საათით ადრე, მამასახლისის დახმარებით აწვდის. მამასახლისის მიერ ზეპირად გავრცელებული ინფორმაცია ხშირად არათანასწორია – ზოგი ოჯახი ინფორმაციას ძალიან გვიან

იღებს, ზოგი კი – საერთოდ ვერ იღებს. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროსთან მუდმივად რიგებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამინისტროს ცხელი ხაზი ხშირად არ მუშაობს.

რამდენიმე კვირის წინ ანტიკრიზისულმა საბჭომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უხარისხო პურის ფქვილის

დარიგების გამო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გააკრიტიკა. სინამდვილეში ფქვილს დევნილთა დასახლებებში არასამთავრობო ორგანიზაციები არიგებდნენ. ამის შესახებ არც პოლიტიკოსები იყვნენ სრულად ინფორმირებულები და არც – იძულებით გადაადგილებული პირები. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ანტიკრიზისულ საბჭოს განუცხადა, რომ სამინისტრო ფქვილის დარიგებაში მონაწილეობას არ იღებდა და გაეროს პროგრამის მიერ დაშვებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა.

პრიორიტეტად უნდა იქცეს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების უნიფიცირებული სისტემის შექმნა. ეს შეიძლება ამუშავდეს უფასო ცხელი ხაზის საშუალებით. ასევე, შეიძლება მომზადდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც მიმაგრებულები იქნებიან კონკრეტულ დასახლებებზე და ცენტრალიზებულად იმუშავებენ ამ

დასახლებების პრობლემების შესწავლასა და გადაჭრაზე .

თავად დევნილები საუბრობენ მათ პრობლემებზე, როგორ და რა სისტემატიურობით იღებენ დახმარებას, რაში მდგომარეობს ეს დახმარება და საკუთარი რესურსებით რისი შესაძლებლობა აქვთ.

XS
SM
MD
LG