ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიალოგი აშშ-სა და რუსეთს შორის  საერთო ინტერესებში შედის


შეერთებული შტატები და რუსეთი მთავარი მოთამაშეები არიან საერთაშორისო არენაზე და ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმგვარ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით როგორებიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების და სტრატეგიული სტაბილობის შენარჩუნება მთელს მსოფლიოში.

მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება ამ ქვეყნებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული პრობლემების გადაწვეტის თვალსაზრისით. ამ ურთიერთობებეის გაუარესება კი ორი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება და მთელს მსოფლიოზე ახდენს უარყოფით გავლენას.

თითქმის ოცი წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან და შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობებმა მას შემდეგ სხვადასხვაგვარი სახეცვლილებები განიცადეს. მიუხედავად ყველაფრისა ორივე სახელმწიფოს კარგად ესმის სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობა და საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

პირველ აპრილს რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრისას ბარაქ ობამამ განაცხადა რომ ორ ქვეყანას შორის დაწყებული დიალოგი საერთო ინტერესებში შედის:“ ატომური იარაღის არსენალების შემცირება და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დაცვა ორივე ქვეყნსი ინტერესებში შედის, იგივე შეიძლება ითქვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე რომელიც ორივე ქვეყანას ემუქრება, გარდა ამისა ჩვენს საერთო ინტერსებშია ეკონომიკური სტაბილობის შენარჩუნება და მშვიდობის დამყარება მსოფლიოს ისეთ რეგიონებში როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი.“

პირველ ყოვლისა უნდა განახლდეს 1991 წელს დადებული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება, რომელსაც 5 დეკემბერს გასდის ვადა. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შეზღუდოს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების არსენალები. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ძალზე შინაარსიანი შეხვედრა ჰქონდათ 24 აპრილს რომში. დაგეგმილია შეხვედრები მაისსა და ივნისში. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებით. განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდსმა. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატები გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებებს რაკეტსაწინაღო სისტემების შექმნაში თანამშრომლობის შესახებ. განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდსმა.

XS
SM
MD
LG