ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოსნია ჰერცოგოვინაში ჩავიდა


ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოსნია ჰერცოგოვინაში ჩავიდა. ბაიდენის თვითმფრინავი სარაევოში დაფრინდა დღეს, სადაც მას შეუერთდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბატონი ბაიდენი ბოსნიის უმაღლეს პირებს შეხვდება სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად. იქ დაძაბულობა ჯერ კიდევ აშკარაა მას შემდეგ რაც დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად 13 წლის წინ ბოსნია მუსლიმებს, ხორვატებსა და სერბებს შორის გაიყო. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ასევე სერბეთსა და კოსოვოში გაჩერდება.

XS
SM
MD
LG