ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული პოლიტიკური ძალები 26 მაისისთვის ემზადებიან


ოპოზიციის ლიდერები მართავენ შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქართული აკადემიის წევრებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამოქმედო პროგრამა გააცნოს.

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პიკეტი გამართეს გუშინ ტელეკომპანია რუსთავი2-ის შენობასთან, შემდეგ მოდულის შენობასთან, სადაც მუხროვანის ამბოხში მონაწილე სამხედრო პირები იმყოფებიან. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას უკანონო დაპატიმრებების განხორციელებაში ადანაშაულებენ. ადამიანის უფლებების დამცველი, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი კომისიის შექმნას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG