ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყოველწლიური ასამბლეა  გახსნა


დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყოველწლიური ასამბლეაგახსნა.შეხვედრის ძირითადი თემა ღორის გრიპის ვირუსი გახლდათ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ასამბლეის წევრები ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ვაქცინის წარმოებაზე მსჯელობას გეგმავენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით,დღესდღეობით მსოფლიოში ღორის გრიპის 8,480 შემთხვევაა 39ქვეყანაში დაფიქსირებული. ამ ფონზე, იაპონიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ ქვეყანაში ღორის გრიპის ვირუსით 92 ადამიანია ინფიცირებული. მათი უმეტესობა ოსაკასა და ჰიოგოს რეგიონებში საშუალო სკოლის მოსწავლეები და კოლეჯის სტუდენტები არიან. გუშინ ნიუ იორკის ოფიციალურმა წარმომადგნელებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ ღორის გრიპის ვირუსით ნიუ-იორკის პირველი მაცხოვრებელი -საშუალო სკოლის დირექტორის ასისტენტი- 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ღორის გრიპის ვირუსით დაღუპულ ადამიანებს შორის მეექვსე გახლავთ.


XS
SM
MD
LG