ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის უშიშროების სამსახური  ქმნის  სპეციალურ  ჯგუფს 


უკრაინის უშიშროების სამსახურიქმნის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ სტალინის მართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს. ეს განცხადება უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ დღეს სიმფეროპოლში გააკეთა.მისი თქმით,ჯგუფი გამოიძიებს ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რამაც საბჭოთა რეჯიმის დროს ყირიმელი თათრების რეპრესია და განადგურება გამოიწვია.გამოძიებული იქნება ის საქმეებიც, რის საფუძველზეც მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმის ნახევარკუნძულიდან ეთნიკური ჯგუფების ძალადობრივი დეპორტაცია ხორციელდებოდა. დღეს უკრაინა ყირიმელი თათრების დეპორტაციის 65წლისთავს აღნიშნავს. სიმფეროპოლში ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბება ამ თაირიღთან დაკავშირებით.ასევე ვაშინგტონშიც , დღეს კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ ძეგლს ყვავილების გივრგვინით შეამკობენ. აღსანიშნავია,რომ 1944წლის მერე ყირიმის ნახევარკუნძულიდან სულ 200 ათასი თათარი ქალი და მამაკაცი ბავშვებთან ერთად იქნა დეპორტირებული.მათ ნაცისტებთან თანამშორმლობაში სდებდნენ ბრალს,სვამდნენ ვაგონებში და მატარებლით შუა აზიაში აგზავნიდნენ.


XS
SM
MD
LG