ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტის ძმაზე თავდასხმა განახორციელეს


ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ძმაზე თავდასხმა განახორციელეს. აჰმად ვალი კარზაი აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მისი გადამყვანი ავტოკოლონა ავღანეთის სამხრეთიდან ქვეყნის დედაქალაქ ქაბულისკენ მიემართებოდა. შედეგად დაიღუპა პრეზიდენტის ძმის ერთი პირადი მცველი. ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის ის თუ კონკრეტულად ვინ მოაწყო ეს თავდასხმა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ზაბულის პროვინციაში განხორციელებულ გზისპირა ნაღმის აფეთქებას ერთი ავღანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის სამხრეთის ჰელმანდის პროვინციაში თალიბებმა იერიში მიიტანეს პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. შედეგად დაიღუპა ექვსი პოლიციელი.


XS
SM
MD
LG