ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნათანიაჰუ თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა



დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა.ეს ლიდერების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ რაც მათ არჩევნებში გაიმარჯვეს. ბატონი ნათანიაჰუს თანაშემწეები აცხადებენ, რომ საუბრისას ისრაელის პრემიერმა ძირითადად ირანის ბირთვულ პროგრამაზე გაამახვილა ყურადრებაა. ასევე განიხილეს პალესტინელებსა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარების წინაპირობებიც. ბატონი ობამა აცხადებს, რომ მისი გეგმის მთავარ ნაწილს წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობა წარმოადგენს. ბატონი ნათანიაჰუ კი თვლის, რომ სამშვიდობო გეგმა ეკონომიკისა და უშიშროების საკითხებზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას და არა პალესტინელებისთვის სახელმწიფოს შექმნაზე.

თუმცა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ამტკიცებს, რომ პრემიერი დაიცავს მანამდე მიღწეული შეთანხმებების პირობებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მთავარი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას მოიაზრებს:

“ჩვენ წინა მთავრობის მიერ მოწონებულ რეზოლუციებს დავიცავთ. ეს რეზოლუციები ეგრეთწოდებულ “საგზაო რუკას” შეიცავს, რომელიც წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობას გულისხმობს. თუმცა ამჟამად გეგმის მხოლოდ პირველ ნაწილზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება”. განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

პალესტინის მხარის წარმომადგენელი საებ ერაკატი კი თვლის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ნათელი არჩევანი უნდა გააკეთოს:

“ან ობამამ უნდა გააგრძელოს ისრაელის საერთაშორისო კანონს ზევით მყოფ სახელმწიფოდ ჩათვლის ტრადიცია და ამ ქვეყნისადმი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა, ან კიდევ მან ისრაელი უნდა აიძულოს, რომ წმინდა მიწაზე ორი სახელმწიფოს თანაარსებობას დაჰყაბულდეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დასხლებების მშენებლობა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში ჩვენ რეგიონის ისტორიის ურთიერთობების ახალი გვერდის გადაფურცვლას შევძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მარცხი გველის”. აცხადებს ბატონი ერაკატი.


XS
SM
MD
LG