ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგლისელ ჯარისკაცებს  ადამიანის უფლებების ქარტია იცავს


ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ ქვეყნის ჯარისკაცებს მიუხედავად იმისა თუ რა ქვეყანაში იბრძვიან ისინი ადამიანის უფლებების ქარტია იცავს. მანამდე ქვეყნის უფრო დაბალი საფეხურის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2003 წელს ერაყში დისლოცირებული ჯარისკაცის სიკვდილი არმიის არაადექვატური მოქმედებით იყო გამოწვეული. ჯარისკაცი ჯეისონ სმითი მზის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არმიის ხელმძღვანელობას მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების დაგვიანებაში ედება ბრალი. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბობ ეინსვორთმა განაცხადა, რომ მთავრობა გაოცებული და გულდაწყვეტილია სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არმიის წინააღდეგ სასამართლო პროცესების აღძვრას გაახშირებს.



XS
SM
MD
LG