ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში "კრაისლერის"  ავტომობილების გამყიდველი უძველესი მაღაზიები იხურება



სტენლი ბალზეკასი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთი დღე ოდესმე დადგებოდა. ახლა მისი კომპანია, ჩიკაგოში კრაისლერის ავტომობილების გამყიდველი უძველესი მაღაზია იხურება:

“მათ აღარ სურთ, რომ ჩვენ კომპანიის დილერები ვიყოთ. ჩვენ საქმიანობა უნდა შევწყვიტოთ და ამის მიღება ჩემთვის ძალზეა ძნელია”. გვეუბნება ცრემლმორეული ბალზეკასი. კრაისლერმა მათ წერილი გაუგზავნა. სადაც მშრალი სიტყვებით ნათქვამი იყო, რომ კრაისლერი მაღაზიასთან თანამშრომლობას წყვეტს. ბალზეკასის ქალიშვილი კეროლი თვლის, რომ კრაისლერმა ისინი უბრალოდ გაყიდა:

“ასეთი წერილის გაგზავნა პარტნიორისთვის, რომელთანაც ოთხმოცდაათი წლის თანამშრომლობა გაკავშირებს აშკარა უნამუსობაა”. თვლის კეროლი.

ზემოთქმული ავტოცენტრი ამერიკის ავტოინდუსტრიის კრახის მიერ გამოწვეული მხოლოდ ერთ-ერთი მსხვერპლია. ასე მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ კრაისლერმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისისთვის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე მოქმედი სამი ათას ორასი ცენტრიდან რვაასთან თანამშრომლობას წყვეტს. რამდენიმე დღის შემდეგ კი “ჯენერალ მოტორსმაც” ათას ას მაღაზიას ამცნობა იგივე:

“ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კრაისლერმაც და ჯენერალ მოტორსმაც უზარმაზარი ზარალი იწვნიეს. მათი გაყიდვები უკლებლივ მცირდებოდა”. გვეუბნება შეერთებული შტატების ავტომობილების გამყიდველთა ასოციაციის წარმომადგენელი პოლ ტეილორი და ამატებს, რომ რაც ახლა ხდება სულაც არ არის მოულოდნელი:

“მე ოდნავ დარცხვენილი ვარ” ამბობს მერილენდის შტატში მდებარე კრაისლერისა და ჯენერალ მოტორსის მიერ წარმოებული ავტომობილების გამსაღებელი რამდენიმე მაღაზიის მფლობელი ჯეკ ფიცჯერალდი. მას ჯერ არასდროს დაუთხოვია მომსახურე, მაგრამ როგორც სჩანს ახლა ამის გაკეთება მოუწევს:

“ამის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოდგენდა. ეს ქმედება დეტროიტს ფულის ეკონომიაში ხელს ვერ შეუწყობს”. თვლის ბატონი ფიცჯერალდი.

თუმცა ინდუსტრიის ექსპერტი ჯონ კასესა ამბობს, რომ ავტომწარმოებლების გადაწყვეტილება ავტოცენტრებს შორის კონკურენციის შესუსტებას გამოიწვევს და მეტ მყიდველს მოიზიდავს:

“ცოტა, მაგრამ ეფექტურად მოქმედი ცენტრების არსებობა უფრო გამართლებულია, ვიდრე ბევრი მცირე და ნაკლებადმომგებიანისა”. აცხადებს იგი.

კრაისლერისა და ჯენერალ მოტორსის გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მათთან დაკავშირებული მაღაზიების თითქმის ერთ მეოთხედის დახურვას გამოიწვევს. ინდუსტრიის ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ახლა ამ ორი კომპანიის ავტომობილების ღირებულებაც შეიძლება გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG