ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინისტრის მთავარი თავსატეხი


ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებსა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გამართავს შეხვედრებს.ბენიამინ ნეტანიაჰუს აზრით ისარელ-პალესტინის მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებები ეკონომიკურ პრობლემებსა და უსაფრთხოების საკითხებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი მიიჩნევს რომ ორი სახელმწიფოს თანაარსებობის კონცეპცია ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების ქვაკუთხედი უნდა გახდეს.ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით ამჟამად ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საშიშროება და ისრაელის მოწინააღმდეგე ჰეზბოლას და ჰამასის მხარდაჭერაა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მთავარი თავსატეხი.

XS
SM
MD
LG