ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკაში “თამილი ვეფხვები” იარაღს ყრიან


შრი ლანკაში “თამილი ვეფხვები” იარაღს ყრიან. დღეს თამილი მეამბოხეების მომხრე ვებ გვერდზე განთავსდა “ვეფხვების” საერთაშორისო ურთიერთობათა უწყების ხელმძღვანელის სალვარასა პათამანათანის განცხადება იმის თაობაზე, რომ მათი ბრძოლა მწარე დასასრულს მიუახლოვდა. აქ აღნიშნულია ის, რომ “ვეფხვები” ბრძოლას იმიტომ წყვეტენ, რომ მთავრობას შრი-ლანკის ტამილი უმცირესობის დასახოცად საბაბი აღარ ჰქონდეს. დღეს ქვეყნის პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსა იორდანიაში ვიზიტის შემდეგ შინ დაბრუნდა. პრეზიდენტის თქმით, შრი-ლანკის არმიამ გამარჯვებას მიაღწია და ოცდახუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა დასრულებულია. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ გასული ხუთშაბათის შემდეგ, იმ ტერიტორიიდან გამოღწევა სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა ორმოცდათერთმეტმა ათასმა მშვიდობიანმა მოსახლემ მოახერხა.

XS
SM
MD
LG