ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა “ნოტრ დამის”  სტუდენტებს მიმართავს


დღეს პრეზიდენტი ობამა ინდიანას შტატში მდებარე “ნოტრ დამის” უნივერსიტეტის გამოსაშვებ ზეიმზე სტუდენტებს მიმართავს. პრეზიდენტის კათოლიკური ეკლესიის მიერ მართვად უნივერსიტეტში მიპატიჟება ბევრს არ მოსწონს, რადგანაც ბარაქ ობამა ღიად უწერს მხარს აბორტის და ღეროვანი უჯრედების გამოკვლევის ლეგალიზებას. გუშინ პოლიციამ რამდენიმე მოპროტესტე სტუდენტი დააკავა. ასევე გუშინ პრეზიდენტის მეუღლე მიშელმაც სიტყვით მიმართა კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი უახლესი უნივერსიტეტის “მესიდის” სტუდენტებს. მან ახალგაზრდებს საზოგადოების საკეთილდღეოდ პატიოსნად შრომისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG