ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუვეიტში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


დღეს კუვეიტში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს მძაფრი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რაც ქვეყნის ეკონომიკასაც ემუქრება.კუვეიტელი ამომრჩევლები ახალ 50 წევრიან პარლამენტს აირჩევენ ძველის ნაცვლად, რომელიც მარტში კუვეიტის ემირის შეიხ საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰმა დაითხოვა.დათხოვნილი პარლამენტის წევრებს ხშირად ჰქონდათ შეხლა-შემოხლა კუვეიტის მართველ ოჯახთან. კუვეიტის ემირი კი ეკონომიკური რეფორმების გატარებას ცდილობს, თუმცა მის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. პოლიტიკური კრიზისის გამო დღემდე ვერ მოხერხდა კუვეიტში ეკონომიკის წამახალისებელი 5 მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება. აღსანიშნავია, რომ კუვეიტში საპარლამენტო დემოკრატია არსებობს ამ ქვეყნის ემირის ერთპიროვნული მართველობის პირობებში.


XS
SM
MD
LG