ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სატვირთო ავტომობილი და რელიგიური სკოლა დაბომბა


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდოდ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სატვირთო ავტომობილი და რელიგიური სკოლა დაბომბა. ალ-ყაიდას და თალიბანის დასაყრდენ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად.პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად, დაღუპულია თალიბთა 10 მებრძოლი,მათ შორის ორი უცხოელი მეომარი. ეს უკვე შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატების მე-40 სარაკეტო თავდასხმაა წელს ვაზირისტანის რაიონზე. გასულ კვირას ვაზირისტანის სამხრეთში ანალოგიური თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონი არ ახმაურებს ამ თავდასხმებს, რომელსაც პაკისტანის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნია.


XS
SM
MD
LG