ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა  დაასრულა თავისი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში


რომის პაპმა ბენედიქტე მე16-ემ დაასრულა თავისი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში. ვიზიტის დასასრულს მან მოუწოდა ხალხს აღარ დაღვარონ სისხლი, აღარ ჰქონდეს ადგილი ტერორიზმსა და ომს.

კათოლიკური ეკლესიის სულიერმა მამამ ეს განცხადება დღეს ერთკვირიანი სტუმრობის შემდეგ ისრაელის აეროპორტში გააკეთა.

რომის პაპმა ლოცვა აღავლინა ქრისტიანთა წმინდა ადგილას , იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის სახელწოდებით ცნობილ ტაძარში.

ლოცვაში მან მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანთა შორის მეგრობის შესახებ იქადაგა.

მოგზაურობის დროს რომის პაპმა ბენედიქტემ ფოკუსირება ქრისტიანობას, ისლამსა და იუდაიზმს შორის კავშირის დამყარებასგაუსვა ხაზი გაუსვა ხაზი.

XS
SM
MD
LG