ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოში მყოფი  ტერორისტების  სამხედრო სასამართლო პროცესები  განახლდება


დღეს ობამას ადმინისტრაცია განცხადების გაკეთებას აპირებს, რომელიც შეეხება გუანტანამოს საპყრობილეში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების სამხედრო სასამართლო პროცესების განახლებას.

იანვარში თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სასამართლო პროცესები დროებით შეაჩერა , მაგრამ ტრიბუნალების განახლება არ გამორიცხა.

ამერიკის ადმინისტრაცია სასამრთლო პროცესში სერიოზული ცვლილებების შეტანას გეგმავს, ეს კი გარანტია იქნება იმისა რომ ეჭვმიტანილების უფლებები გაიზრდება. მაგალითად დაუმტკიცებელი ინფორმაციის სასამართლოზე გამოყენება.

სამხედრო პროკურორებს არ ექნებთ უფლება წამებით მიღებული ინფორმაციის გამოყენებისა.

სამხედრო ტრიბუნალები ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მმართველობის ხანაში შეიქმნა და მოქმედებს 2001 წლის 11-ი სექტემბრიდან.


XS
SM
MD
LG