ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  დროებით შეაჩერდა კომენდანტის საათი


პაკისტანის მთავრობამ დროებით შეაჩერა კომენდანტის საათის მოქმედება სვატის ველში, სადაც უკვე რამოდენიმე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს. ეს ნაბიჯი ათასობით მშვიდობიანი მოსახლის კონფლიქტის ზონიდან გამოსლვას ემსახურება.

კომენდანტის საათი დღეს 8 საათით მოხსნეს სამხედროებმა ქალაქ მინგორაში და მიმდებარე ოლქებში.

ათასობით ადამინს მოუწია საკუთარი სახლკარის მიტოვება. მადგან უმრავლესობა ფეხით გადაადგილდება და რეგიონის სამხრეთით გაშლილ დევნილთა ბანაკისკენ მიეშურებიან.

ოფიციალური პირების განცხადებით ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში 834 ათასზე მეტმა ადამინმა იძულებით მიატოვა კონფლიქტის ზონა გაჩაღებული ინტენსიური ბრძლოლების გამო , ნახევარ მილიონზე მეტმა კი არასტაბილური სიტუაციის გამო მანამდე დატოვა რეგიონი.

პაკისტანის სამხედროების განცხადებით ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 55 თალიბი მეამბოხე მოჰკლეს.

XS
SM
MD
LG