ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია პოპულარობას კარგავს


თითქმის ორი წელია, რაც გორდონ ბრაუნმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე ტონი ბლერი შეცვალა. მას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად და მას შემდეგ სირთულეებთან გამკლავება უწევს.

გარდა იმ ორი შემთხვევისა, როდესაც პრემიერმა საბანკო სისტემის რეფორმისკენ გამოთქვა მოწოდება და ექვსი კვირის წინ 20 ქვეყნის სამიტს უმასპინძლა, სხვა დროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მისი პოპულარობა დაბალ ნიშნულზეა.

სამიტიდან რამოდენიმე კვირაში რეცესია უფრო გაღრმავდა და ამას გარდა მისი მთავრობა რამოდენიმე სკანდალურ სიტუაციაში გაეხვია.

ბოლო ასეთი ნეგატიური ისტორია მთავრობის მიერ თანხების გაფლანგვას უკავშირდება. ამის გამო მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით გაღიზიანებულია , განსალუთრებით კი როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა.

აი რას ამბობს მოსახლეობა:

-მართალი გითხრათ, ჩვენ მათ ფულს უხდით და ისინი არაფერს აკეთებენ, ეს აღმაშფოთებელია

-ჩემის აზრით პოლიტიკოსები დიდ თანხებს იღებენ, რომელსაც ისინი არამიზნობრივად ხარჯავენ , რატომ უნდა იფლანგებოდეს ჩვეულებრივი გადამხდელის მიერ გაღებული თანხა?

- მე ყველანაირი რწმენა დავკარგე პოლიტიკოსების მიმართ.რატომ უნდა დახარჯონ ჩვენი გადამხდელის ოფლით ნაშრომი ფული გაურკვეველ ნივთებზე, მაგალითად საშანდლეებზე.

ამ კვირაში ლორდთა პალატაში გორდონ ბრაუნმა აღიარა, რომ იგი აცნობიერებს იმ ზარალის მასშტაბს, რომელიც მსგვსი ქმედებებითაა გამოწვეული.

ჩვენ უნდა დავუმკიცოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ მოსახლეობის ნდობის ღირსნი ვართ. ჩვენს მიერ ჩადენილი შეცდომებისთვის დიდ ბოდიშს ვიხდით. ყველა გაპარული შეცდომა უნდა გამოვასწოროთ, ამასთან საჭიროა სისტემის შეცვლა ისე, რომ მოსახლეობამ დაინახოს, რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობის დანერგვას ვცდილობთ.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი დევიდ კამერონი მოსახლეობის განწყობას იზიარებს.

არ არის იმის დრო რო ეხლა გამოფხიზლდე და დაინახო რა ხდება ქვეყანაში? ან რომ საკუთარი თავი დავინახოთ ისე როგრც დანარჩენი ქვეყანა გვხედავს? რომ უნდა დასრულდეს გაუთავებელი ლაპარაკი და რეალურ საქმეს მოვკიდოთ ხელი. როგორ შევცვლით ჩვენ ქვეყანას თუ თავად არ შეგვწევს ცვლილებისუნარი.

ბრითანეთის გაზეთ დეილი ტელეგრაფში პარლამენტის მიერ თანხების გაფლანგვის ინფორმაციამ გაჟონა.

გასული კვირიდან მოყოლებული გაზეთი ყოველდღიურად აშუქებს ექსკლუზიურ ცნობებს ამ საქმესთან დაკავშირებით.

რედაქტორის ასისტენტი ენდრიუ პირსი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული პოლიტიკური წრეების რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა, გორდონ ბრაუნის ლეიბორისტულმა პარტიამ განსაკუთრებული დარტყმა განიცადა.

ასეთ დროს ყოველთვის ყველაზე დიდი დარტყმა მთავრობას ადგება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი ადგილი აქვთ პარლამენტში ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს . იმავდროულად გაფლანგვაში ეჭვმიტანილები ბრაუნის კაბინეტის წევრები არიან.

ბოლო გამოკითხვებით გორდონ ბრაუნის რეიტინგი სახარბიელო არ არის.გასულ კვირას კი კონსერვატიული პარტიის პოპულარობამ იმატა.

ენდრიუ პირსის განცხადებით, პრემიერ მინისტრს პრობლემები არ ელევა.რასაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნათელყოფს.

ჩემის აზრით ამომრჩეველმა თავისი გადაწყვეტილება დააფიქსირა. ამ მომენტისთვის კონსერვატიული პარტია 20 ქულით ლიდერობს. ამ დონეს პარტია უკვე რამოდენიმე კვირაა ინარჩუნებს.

მოსახლეიბა თვლის, რომ მთავრობა სხვა საკითხებშიც არასწორ პოზიციაზე დგას. მაგალითად გურხა ჯარისკაცებისთვის მოქალაქეობის უფლების მინიჭების ირგვლივ გაჩაღებული ბრძოლების დროს. ამომრჩეველი კი თვლის რომ ყელაფრს აქვს საზღვარი. გაზეთ დეილი ტელეგრაფის რედაქტორის მოადგილე ანდრიუ პირსის განცხადებით:

მართალი გითხრათ ხალხი დაიღალა.ის რომ ცვლილების დრო დადგა ამაზე უკვე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. რეცესია უარესდება, უმუშევრობა რომელიც ამჟამად 2მილიონ ადამიანს ითვლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. სამსახურის გარეშე დარცენილი ამომრცეველი იმას კი არ იტყვის რამდენად კარგად ჩაატარა სამიტი გორდონ ბრაუნმა, არამედ პასუხს მოსთხოვს მთავრობას დაკარგული სამუშაო ადგილის გამო.

სამ კვირაში ინგლისში არჩევნები დაიწყება. ტუ პროგნოზი გაამართლებს ლეიბორისტები ამ არჩვნებში კარგ შედეგებს ვერ მიიღებენ. ამითჴმ ექსპერტები თვლიან რომ გორდონ ბრაუნი სამთავრობო კაბინეტის რადიკალურ ცვლილებეს მოახდენს. ანალიტიკოსების მცირე ნაწილს კი მიაჩნია რომ ეს ნაკლებად შეირყევს თავად პრემიერის მომავალ ბედს.

XS
SM
MD
LG