ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟმა “ჰაბლის” ტელესკოპის შეკეთება დაიწყო


ამერიკული მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟმა “ჰაბლის” ტელესკოპის შეკეთება დაიწყო. ასტრონავტები ჯონ გრანსფილდი და დრიუ ფისტელი ექვს საათს დაჰყოფენ ღია კოსმოსში. ასტრონავტებმა ტელესკოპზე ახალი ფოტოკამერა უნდა დაამონტაჟონ და შარშან მწყობრიდან გამოსული კომპიუტერი შეცვალონ. ჰაბლის შეკეთებას ღია კოსმოსში ხუთჯერ გასვლა დასჭირდება. ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე 1990 წელს გაიყვანეს და ახლა მას უკანასკნელად უტარდება შეკეთება.



XS
SM
MD
LG