ისრაელის
ქალაქ ნაზარეთში მსოფლიოდან ათი ათასობით მომლოცველი იმ მიზნით ჩავიდა, რომ რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტეს
წმინდა მიწაზე ხუთდღიანი ვიზიტის დროს ყველაზე დიდ მესას დასწრებოდა.
კათოლიკური
ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ქრისტეს ბავშვობის ქალაქში მესა ხუთშაბათს ჩაატარა. ისრაელის ტერიტორიაზე
მდებარე გალიელის რეგიონის ეს ქალაქი ძირითადად
არაბი მოსახლეობითაა დასახლებული. რომის პაპი ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს სიძულვილისა და უნდობლობის ნიადაგზე აღმოცენებული დამღუპველი ძალის შესახებ ესაუბრა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ მოუწოდა .
დღეს საღამოს რომის
პაპი ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდება.კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ისრაელის ახალ მთავრობასთან შეხვედრისას ისრაელისა და პალესტინის კოფლიქტის შესახებ ისაუბრებს.