ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქება მოხდა


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანამხად, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხოსტში, ამერიკული სამხედრო ბაზის შესასვლელთან კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას შვიდი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ბაზაში მომსახურე ადგილობრივი მუშაკები კარიბჭესთან ბაზაში შესასვლელ რიგში იდგნენ. ამ ინფორმაციით დაჭრილია ოცდაერთი ადამიანი. პარალელურად შეერთებული შტატების სამხედროები აცხადებენ, რომ პაკტიკას პროვინციაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას თალიბებმა სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. ამერიკელები საჰაერო დაბომბვით გამოეპასუხნენ მოთარეშეებს. ამ ინფორმაციის თანახმად მოკლულია ექვსი თალიბი მებრძოლი და ორი სამოქალაქო პირი. ხოლო დაჭრილია ოთხი ადამიანი. შეერთებული შტატების არმიის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვები, რომლებსაც ხშირად სამოქალაქო მოსახლეობაც ეწირება, ავღანეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობას ძაბავს. ავღანეთი პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინაარმდეგება ასეთ დაბომბვებს.


XS
SM
MD
LG