ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ კრემლმა გამოქავეყნა  ახალი ეროვნული უშიშროების სტრატეგია


რუსეთს მიაჩნია, რომ მთავარი საშიშროება მისთვის ნატოს გაფართოვებასა და აგრეთვე ენერგორესურსების ირგვლივ შექმნილ კონკურენციას უკავშირდება. გუშინ კრემლმა გამოქავეყნა ახალი ეროვნული უშიშროების სტრატეგია და ხაზი გაუსვა იმ პრიორიტეტებს , რომელიც 2020 წლამდე ქვეყნის წინაშე იქნება. პოლიტიკური მოქმედების გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. ამასთან დოკუმენტში ნათქვამია ისიც რომ იმ შემთხვევაში თუ წარმოიშვება პრობლემა ენერგო კონკურენციის მხრივ, რუსსეთი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას. გარდა ამისა აშშ-თან რუსეთი სრულუფლებიან და სრულფასოვან სტრატეგიულ პარტნიორობას აპირებს. მაგრამ ამავე დროს გმობს აშშ-ის მიერ რაკეტსაწინაღო სისტემების აღმოსავლეთევროპაში განლაგებას. ახალი უშიშროების სტრატეგია ხაზს უსვამს რუსეთის შეხედულებას ნატოს გაფართოვებაზე, რასაც მიუღებლად მიიჩნევს მოსკოვი. ეს მითითება საქართველოსა და უკრაინის ნატოში სწრაფვას შეეხება , მიუხედავად რუსეთის მხრიდან პროტესტისა ორივე ქვეყნა არ მალავს ალიანსში გაწევრიანების სურვილს.

XS
SM
MD
LG