ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საწარმოების ნარჩენებით მოგებას ნახულობენ



ჯეფ ბალდასარი საწარმო “თეილორ კომპანის” აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია მაღალი ხარისხის საოფისე ავეჯს ამზადებს: “ათი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ თემაზე საუბარი მომიწევდა თქვენთან”. ეუბნება ამერიკის ხმის ჟურნალისტს ჯული გრანტს ბატონი ბალდასარი. რამდენიმე წლის წინ მან ახალი ფაბრიკის აშენება დაგეგმა. ასაშენებლად გათვალისწინებული ადგილი წინა მფლობელების მიერ იყო დაბინძურებული. ბალდასარის კომპანიამ გრანტი მიიღო ამ ტერიტორიის გასასუფთავებლად, რამაც მისი თქმით იგი დააფიქრა გარემოს დაცვის საკითხზე:

“მე ვიფიქრე, რომ მხოლოდ ტერიტორიის გასუფთავებაზე არ უნდა შევჩერებულიყავით და გვეფიქრა თუ კიდევ რის გაკეთება გვძალუძს გარემოსთვის. რის გაკეთება გვძალუძს იმისთვის, რომ ჩვენმა საწარმომ დანახარჯის ამოღება შესძლოს”. გვეუბნება ბატონი ბალდასარი.

კომპანიამ საკუთარი წარმოების ნარჩენებზე გაამახვილა ყურადრება. ასე მაგალითად, როდესაც ხელოსანი სკამის ფეხს გამოჭრის ხოლმე , დარჩენილი ხის ნაჭერს ყუთში აგდებს:

“ბუნებრივია ხე ავეჯის ფიორმით არ იზრდება და ამიტომაც საკმაოდ ბევრი ნარჩენები გვაქვს. ფიცრის დაახლოებით ორმოცი პროცენტი ნარჩენებად მოიაზრება”. ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, წინათ ასეთი ნარჩენების გადაყრაში მათ საკმაოდ დიდთანხას ახდევინებდნენ. მაგრამ მოგვიანებით კომპანიამ ნარჩენების უფრო ჭკვიანურად გამოყენება გადაწყვიტა. ასე მაგალითად ახლა ისინი ნახერხად გადამუშავებულ ხის მერქანს საცხენოსნო ფერმებს აწოდებენ. ასევე კომპანია ყვავილებისა და ხეების გარშემო დასაყრელ დეკორატიულ ნახერხსაც ამზადებენ. ახლა იმის მაგვივრად, რომ ნაგვის გატანაში ფული დახარჯოს კომპანია პირიქით მოგებას ნახულობს.

ასეთივე რამ ხდებოდა ტყავის გადასაკვრელ საამქროშიც. ტყავის მასალის ერთი მეოთხედი იყრებოდა. ახლა კი ამ ნარჩენებს მონრეალში მდებარე ხელჩანთებისა და საფულეების მწარმოებელი კომპანია ყიდულობს.

ბატონი ბალდასარი ძალზე გახარებულია ამით. ახლა მისი კომპანია, უწინდელის მხოლოდ ერთ მერვედს ყრის და ყოველწლიურად კომპანია ოცდაათ ათას დოლარს ზოგავს. ზემოთქმული გეგმა ბევრი სხვა კომპანიისთვის მისაბაძი მოდელია:

“ახლა ნარჩენების პრობლემა ძალზე ბევრ საწარმოს აწუხებს. უკვე ბევრი ისეთ კომპანია არსებობს, რომლებიც ნარჩენებს სხვა საქმისთვის იყენებენ”. ამბობს ინტერნეტგვერდის “გრინბიზ დოტ კომის” მთავარი რედაქტორი ჯოელ მაკოვერი.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ასეთი კომპანიის მიერნარჩენების მეორადი გამოყენება გარემოზე ზრუნვით კი არა ფულის ეკონომიითაა განპირობებული:

ბალდასარი ამბობს, რომ ახლა იგი ყოველთვის ზრუნავს ნარჩენების შემცირებაზე:

“ახლა მე ბოლომდე ვარ თავდადებული ამ საქმისთვის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემმა თავდადებამ ჩვენი ბიზნესის წარმატებასაც შეუწყო ხელი”. ამბობს ბალდასარი. იგი ნამდვილად არ არისბუნების დამცველი იდეალისტი. თაუმცა ახლა იგი ძალზე ხალისობს მიღწეულით.


XS
SM
MD
LG