ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის არმიასა და თალიბებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს



ათობით ათას ადამიანს უწევს გახიზნვა რეგიონიდან, რომელშიც ბრძოლა მიმდინარეობს პაკისტანის არმიასა და თალიბებს შორის. პაკისტანის არმია შეტევაზე გადავიდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი რეჰმან მალიკი ამტკიცებს, რომ სვატის ველზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, სამთავრობო ძალებმა შვიდასამდე თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. პაკისტანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ფეშავარის მახლობლად კამიკაძე ტერორისტის მიერ უშიშროების ძალების საკონტროლო გამშვებ პუნქტთან განხორციელებულ აფეთქებას ათი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


XS
SM
MD
LG