ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ალ აქსას მეჩეთს ესტუმრა


იერუსალიმში ვიზიტად მყოფი რომის პაპი ბენედიქტე XVI ალ აქსას მეჩეთს ესტუმრა. პაპი კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელმაც ფეხი შეადგა მუსლიმების ამ წმინდა სალოცავში. პაპმა ბენედიქტემ მაჩეთში შესვლამდე ფეხსაცმელები გაიხადა. მთა, რომელზეც მეჩეთია განლაგებული ებრაელთათვის უწმინდეს, ხოლო მუსლიმთათვის მესამე ყველაზე უწმინდეს ადგილს წარმოადგენს და სწორედ იგია ისრაელ-პალესტინელთა დავის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მოგვიანებით პაპმა მეჩეთის ძირში განლაგებულ “გოდების კედელთან” ილოცა. ეს კედელი ორი ათსზე მეტი წლის წინ აგებული იერუსალიმის მეორე ტაძრის ნაშთს და ებრაელთა უმთავრეს სალოცავს წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG