ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას წარმავალი  პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს


მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი, რომლის პრეზიდენტობის ვადა მალე იწურება,ქვეყნის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს. ბატონი ვორონინი პრეზიდენტად 2001 წელს აირჩიეს და მას კონსტიტუციის თანახმად მესამედ საკუთარი კანდიდატურის ამ პოსტზე წამოყენება ეკრძალება. ვორონინის კომუნისტური პარტიის წევრმა სამოცმა პარლამენტარმა მხარი დაუჭირა წარმავალი პრეზიდენტის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის დანარჩენმა ორმოცდაერთმა წევრმა კი ბოიკოტი გამოუცხადა სპიკერის არჩევნებს. მოლდოვას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ვორონინი ორივე თანამდებობას დაიკავებს. პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას ვორონინმა ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდა. გასულ თვეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა დაარბიეს. პოლიციამ ორასამდე ადამიანი დააკავა.


XS
SM
MD
LG