ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინმა ახალ დოკუმენტს მოაწერა ხელი


ვლადიმირ პუტინმა იაპონიასთან ბირთვული თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი. დღეს ტოკიოში მან და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ტარო ასომ მშვიდობიანი მიზნებით ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება მიიღეს. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი და იაპონია რუსეთის ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტების მშენებლობის საქმეშიც ითანამშრომლებენ. ხელშეკრულების რატიფიკაცია ორივე ქვეყნის პარლამენტებში უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG