ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როქსანა საბერი თეირანის ციხიდან გაანთავისუფლეს


დღეს ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი თეირანის ციხიდან გაანთავისუფლეს. საბერის ადვოკატისა და მამის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას მერე იქნა მიღებული,რაც კვირას , თეირანის სასამართლომ ჟურნალისტ ქალს რვაწლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი ორწლიანი თავდების გადაწყვეტილებით შეუცვალა.

როქსანა საბერის მამა- რეზა საბერი ქალიშვილს ციხის შესასვლელთან შეხვდა.შეგახსენებთ,რომ ამერიკელი ჟურნალისტი თეირანის ციხეში იანვრის თვიდან ჰყავდათ დატყვევებული.32 წლის ჟურნალისტი თეირანის სასამართლომ გასულ თვეს ჯაშუშობაში დაადანაშაულა.საბერის ოჯახი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა თავიდანვე აცხადებდა,რომ საბერის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო და მის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ჟურნალისტის განთავისუფლებას, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მედიის ჯგუფმა დაუჭირა მხარი.

როქსანა და რეზა საბერი იმედოვნებენ,რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.


XS
SM
MD
LG