ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა  ჯანმრთელობის სფეროს  წარმომედგენლებს ხვდება


უახლოეს დღეებში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯანმრთელობის სფეროში 10წლის მანძილზე 2ტრილიონი დოლარის შემცირების გეგმას წამოადგენს.თეთრი სახლი წარმომადგნელების განცხადებით, კერძო სექტორის კიდევ რამოდენიმე ჯგუფმა დაისახა მიზნად საკუთარი ბიუჯეტი 20პროცენტით შეამციროს.

დღეს პრეზიდენტი ობამა ჯანმრთელობის ინდუსტრიის ექვსი სფეროს წარმომედგენელს შეხვდება. პროფკავშირების, საავადმყოფოებისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგნელები საკუთარი წინადადებებს გააცნობენ პრეზიდენტს. თეთრი სახლის გეგმით მიხედვით,ხუთი წლის შემდეგ ყველა ოთხსულიან ამერიკულ ოჯახს, წელიწადში ჯანმრთელობის მომსახურების ხარჯები 2,500დოლარით შეუმცირდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ შეძლებენ პროფესიული კავშირები ამ ხარჯების შემცირებას და რამდენად კატეგორიული იქნება თეთრი სახლი ამ მოთხოვნების მიმართ.




XS
SM
MD
LG