ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი არაბ კათოლიკეებს რწმენის დაცვისკენ მოუწოდებს


რომის პაპი ბენედიქტე XVI იორდანიაში იმყოფება. აქ პაპის მიერ ჩატარებულ მესას ათასობით არაბი კათოლიკე დაესწრო. პაპმა მათ რწმენის დაცვისკენ მოუწოდა. ოფიციალური შეფასების თანახმად, იორდანიის დედაქალაქ ამანის ფეხბურთის სტადიონზე გამართულ მესას ორმოცდაათი ათასი კაცი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კათოლიკები ძირითადად მუსლიმანური იორდანიის მოსახლეობის ორ პროცენტს შეადგენენ. იორდანიიდან პაპი წმინდა მიწისკენ გაემართება.



XS
SM
MD
LG