ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამილი ვეფხვები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ


შრის ლანკის სამხედროები უარყოფენ საავადმყოფოს საჰაერო დაბომბვას, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში. შრი ლანკის სამხედროების წარმომადგენელის განცხადებით თამილი ვეფხვების მეამბოხეთა რაზმები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ და მის წინააღმდეგ არ ერიდებიან არტილერიის გამოყენებას.შრი ლანკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამხედროები აღარ იყენებენ მძიმე შეიარაღებას მეამბოხეთაწინააღმდეგ ბრძოლაში. საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი ექიმის განცხადებით, დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 257 ადამიანი დაიღუპა და 815 დაიჭრა. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები შრი ლანკის მთავრობას სავადმყოფოების დაბომბვაში ადანაშაულებენ.


XS
SM
MD
LG