ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნენსი პელოსი ერაყში ჩავიდა



შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერაყში იმყოფება, სადაც ის ამ ქვეყნის ხელისუფლების წევრებთან გამართავს შეხვედრებს. ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ნენსი პელოსი უკანასკნელად 2008 წელს იყო ამ ქვეყანაში როდესაც პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქს შეხვდა. პრეზიდენტი ბარაქ ობამა ერაყიდან ჯარების გამოყვანას 2010 წლისთვის გეგემავს. ერაყსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელსეკრულების შესაბამისად ამ ქვეყნიდან ამერიკის ჯარების გაყვანა 2011 წლისთვის არის დაგეგმილი. აღსანიშნავია რომ ერაყში არ წყდება საომარი მოქმედებები და ძალადობა, მარტო აპრილში ამ ქვეყანაში 355 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა შეტაკებების შედეგად.




XS
SM
MD
LG