ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ქაბალის რეგიონი დაიბომბა



პაკისტანმა სვატის ველზე თალიბების პოზიციების წინააღმდეგ ახალი საჰაერო რეიდები დაიწყო. გუშინ, როგორც ცნობილია, ქვეყნის პრემიერ მინსტრმა შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა გაანეიტრალონ მეამბოხეები, რომლებიც რეგიონში თარეშობენ.სამხედრო თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა დღეს ქაბალის რეგიონი დაბომბეს. ამ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ მინგორაში, თალიბები არიან გამაგრებული. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა იქ უკვე მიავლინეს დამატებითი სახმელეთო ჯარები.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც პაკისტანის მთავრობამ იერიში გააქტიურა სვატის ველზე, ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა ეს ტერიტორია. ცოტა ხნის წინ თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები იქ შესაძლო კრიზის შესახებ საუბრობენ.


XS
SM
MD
LG