ამერიკის შინაგანი საკითხების მინისტრმა- კენ სალაზარმა დღეს გამოაცხადა, რომ ნიუ იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკების დიადემაში განლაგებული დარბაზი დამთვალიერებელთათვის წელს, 4 ივლისს გაიხსნება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ქანდაკების ზედა მხარე ტურისტებისთვის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დაკეტა. ქანდაკების დიადემა დამთვალიერებელს მთელი ნიუ-იორკის განსაკუთრებული სილამაზის ხედს სთავაზობს.