ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოწოდებით გამოდის


ხუთშაბათს, 7 მაისს ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრაიერმა გაზეთ “ვაშინგტოჰ პოსტში” გამოაქვეყნეს სტატია, სახელწოდებით-“საქართველოსა და რუსეთის მეგობარი,” სადაც ისინი საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების ინციატივით და ამ მიმართლებით მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებითენ გამოდიან.

ამ საკითხზე ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით კონგრესმენ დრაიერს და ინტერვიუ ვთხოვეთ მას:

“საქართველო ჩვენი დიდი ხნის მოკავშირე და მეგობარია. გასულ წელს რუსეთის ანექსიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ძალიან დაზარალდა. ამას მოჰყვა გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ახლა კი ჩვენი სიგნალით- სავაჭრო ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი-ქართველ ხალხს თანამშრომლობას ვთავაზობთ და ასევე ვაგზავნით იმ მესიჯს, რომ ჩვენ მათ ქვეყანასთან გვინდა პარტნიორობა. ასევე ვიტყვი, რომ რუსეთთან ამერიკის კავშირი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუნმცა მოსკოვმა ჩვენი ურთიერთობა თბილისთან არ უნდა აღიქვას, როგორც რაიმე მუქარა ან საფრთხე.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წინადადება და ინიციატივა სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ, რეხოლუციის სახეს მიიღებს ცოტა ხანში.

მე და სენატორი ჯონ კერი, რომელიც დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, საქართველოში ყოფნისას ქართველ ხალხს დახმარებას დავპირდით. ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც გასულ წელს მოაწერა ხელი. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით, კი ისე როგორც ეს იორდანიის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ გავზრდით უცხოელი ინვესტორების ნდობას საქართველოსადმი და ქვეყანა უფრო მეტ უცხოურ ბიზნესმენსა და ინვესტორს მიიზიდავს. იორდანია ვახსენე იმიტომ, რომ თუნდაც არასტაბილური ქვეყნების ამერიკასთან თანამშრომლობა კარგ ნიშნად აღიქვეს უცხოელებმა და ამით ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება მოხდა.

ამერიკელი კანონმდებლები შენიშნავენ, რომ მაშინ, როცა ბევრი დამკვირვებელი ერთის მხრივ საქართველოსთან და მეორეს მხრივ რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს ურთიერთგამომრიცხავად მიიჩნევს, ისინი ვერ ხედავენ ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობების განახლება, საქართველოსთან კი პარალელურ რეჟიმში მხარდაჭერის უზრუნველყოფა გაგრძელდეს.

“სერგეი ლავროვის ვიზიტის პარალელურად, მე ვიტყვი, რომ ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებს, მაგრამ მათ ჩვენი მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ, არამცდაარამც არ უნდა გაიგონ როგორც ამერიკა რუსეთის ურთიერთობების გაუარესების ნიშანი.”

ჩვენ ორივე მიზნის მიღწევა უნდა შევძლოთ-აცხადებს კონგრესმენი დევიდ დრაიერი.

XS
SM
MD
LG