ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მასპინძლობს


დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მასპინძლობს. დღევანდელი შეხვედრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის ერთერთი ნაწილია. ობამას პრეზიდენტობის მანძილზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი ამერიკაში რიგით პირველი გახლავთ. ვიზიტის აუცილებლობა საქართველოში ნატოს სამხედრო წრთვნების დაწყებამ განაპირობა. გასულ თვეს სერგეი ლავროვმა ნატოში შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა,რომ ალიანსმა ნატოში მომუშავე ორი რუსეთის წარმომადგენელი ჯაშუშობის ბრალდებით ბრიუსელიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში მისვლამდე სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსაც შეხვდება.ისინი საქართველოს თემასთან ერთად ნატოს ბირთვული იარაღის შემცირების პროგრამაზე და ევროპის სარაკეტო დამცავ ფართან დაკავშირებით ამერიკის სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 1991 წელს სტრატეგიული იარაღის შემცირებასთან დადებული ხელშეკრულების შეცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ახლახანს დაიწყეს. ხელშეკრულებას ვადა ამ წლის ბოლოს გასდის.


XS
SM
MD
LG