აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებს შეხვდება.
ოფიციალური პირების განცხადებით შეხვედრის მიზანია ერთიანი ძალებით და უფრო ინტენსიურად
იმუშაონ ექსტრემისტი მეამბოხეების წინააღმდეგ.
თავდაპირველად შეხვედრები
თეთრ სახლში ცალ ცალკე პრეზიდენტ კარზაისთან და აზიფ ალი ზარდარისთან გაიმართება ხოლო ამის შემდეგ შედგება ერთობლივი
საუბარი.
სამშაბათს ბატონმა
ზარდარიმ განაცხადა, რომ პაკისტანის მთავრობა გარანტიას იძლევა რომ ბირთვული არსენალი
სანდო ხელში იმყოფება.
ტელეკომპანია cnn-თან საუბრისას პაკისტანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ
თალიბთა თავდასხმები საფრთხეს არ უქმნის პაკსიტანის
მტავრობას , ეს მხილოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე
მოქმედებს უარყოფითად.
თავის მხრივ პრეზიდენტმა კარზაიმ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საჰაერო დართყმების შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობის გაზრდის გამო.