ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ორი კანადელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან


რუსეთმა ორი კანადელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. დიპლომატები მოსკოვში ნატოს ოფისში მუშაობდნენ. რუსეთის ოფიციალური პირები და კანადის საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით რუსეთმა შეუწყვიტა დიპლომატიური აკრედიტაცია ორ კანადელს. კანადის საელჩო ამის თაობაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი სარგებელს არ მოუტანს ნატო -რუსეთის განახლებულ ურთიერთობებს.

შეგახსენებთ რომ გასულ კვირას ნატომ რუსეთის ორი დიპლომატი ბრიუსელიდან გააძევა მას შემდეგ რაც მათ ჯაშუშობაში დაედოთ ბრალი. ესთონეთის ტავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს ამავე ბრალდებით 12 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ თვის ბოლოს დაგეგმილ ნატო -რუსეთის საბჭოს იგი არ დაესწრება,. საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან რომ ლავროვის ეს გადაწყვეტილებს დიპლომატების ბრიუსელიდან გაძევებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG