ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ნატოს ეგიდით სამხედრო წვრთნა დაიწყო


დღეს საქართველოში რუსეთის მიერ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად ნატოს ეგიდით სამხედრო წვრთნა დაიწყო. წვრთნაში ათზე მეტი ქვეყნის ათას სამასი სამხედრო იღებს მონაწილეობას. მოსკოვმა დღეს ნატოს წარმომადგენელი ორი კანადელი დიპლომატი გააძევა და კრემლმა ნატოს ელჩს რუსეთში განუცხადა, რომ ალიანსი არაადექვატურად იქცევა. თბილისი წვრთნის დაწყებას ნატოს მხრიდან საქართველოსთვის სოლიდარობის გამოხატულებად მიიჩნევს.


XS
SM
MD
LG