ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო აცხადებს, რომ სამხედრო ამბოხი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ნატოს წვრთნების ჩაშლას განეიტრალებულია


საქართველო აცხადებს, რომ სამხედრო ამბოხი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ნატოს წვრთნების ჩაშლას განეიტრალებულია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ მუხროვანის ბაზაზე ამბოხი დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ და ამ ამბოხის მთავარი მიზანი იყო საქართველს მთავრობის დამხობა. თუმც მოგვიანებით ოფიციალური განცხადების თანახმად მეამბოხეებს დაგეგმილი ჰქონდათ საქართველოში ნატოს წვრთნების ჩაშლა. საქართველოს შინაგან საქმეთა რწმუნებულმა შოთა უტიაშვილმა თავდაპირველად რუსეთი დაადანაშაულა ამ ამბოხების დაფინანსებაში, ხოლო მოგვიანებით კი მან განაცხადა, რომ იგი არ არის დარწმუნებული მონაწილეობდა თუ არა რუსეთი ამ ამბოხის ორგანიზებაში. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამბოხი ჩახშობილია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამბოხი პრეზიდენტის მიერ არის დადგმული, იმისათვის რათა შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან მოხდეს ყურადღების გადატანა.

XS
SM
MD
LG