ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების ძალებმა ოცდახუთი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს


ავღანეთის ფარას პროვინციის გუბერნატორი როჰულ ამინი აცხადებს, რომ უშიშროების ძალებმა, რომლებსაც ავღანეთში მოქედი დასავლური სამხედრო კონტინგენტის თვითმფრინავები უჭერდნენ მხარს ოცდახუთი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეტაკების დროს თალიბები თავს ადგილობრივ მოსახლეობას აფარებდნენ. ჯერ-ჯერობით ცნობილი არა არის ის გამოიწვია თუ არა მსხვერპლი ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამ ოპერაციამ. დღეს დილით თალიბებმა საჯაროდ დახვრიტეს მთავრობის სამი მოხელე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ავღანეთში თალიბთა მოძრაობა აღორძინებას განიცდის.



XS
SM
MD
LG