ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხვდება



დღეს ვაშინგტონში ჩამოსული ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხვდება. პრეზიდენტები პალესტინა ისრაელისა და ირანთან ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. გუშინ ბატონმა პერესმა ამერიკა-ისრაელის საზოგადო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა სიტყვით. საუბრისას მას პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია. ამ დროს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ პალესტინელებთან მშვიდობის დამყარების საკითხათან დაკავშირებით ახალი მიდგომის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ბატონმა ნათანიაჰუმ ისრაელიდან ტელეხიდის მეშვეობით ამერიკა-ისრაელის საზოგადო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა. მან განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესს პოლიტიკური, ეკონომიკური და უშიშროების საკითხები უნდა ედოს სარჩულად. შეერთებული შტატების მიერ პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ქვაკუთხედად მოიაზრება.


XS
SM
MD
LG