ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ქორწილში ორმოცდაოთხი ადამიანი მოკლეს


თურქეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში მდებარე სოფელ ბილგეში მექორწილეებზე განხორციელებულ თავდასხმას ორმოცდაოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეტის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმა შენიღბულმა პირებმა, ავტომატური იარაღისა და ხელყუმბარების გამოყენებით განახორციელეს. დაკავებულია რვა ეჭვმიტანილი. სოფელი თურქეტის დედაქალაქ ანკარასგან ექვსასი კილომეტრითაა დაშორებული. საავადმყოფოებში ექვსი დაჭრილი მიიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრი ბესირ ატალაი აცხადებს, რომ როგორც სჩანს თავდასხმა მოქიშპე ოჯახებს შორის მტრობით იყო გამოწვეული.

XS
SM
MD
LG