ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს შეხვდა


დღეს , ქაიროშიამერიკის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს შეხვდა. მინისტრის ვიზიტის მიზეზია -დაარწმუნოს ამერიკის მოკავშირე ქვეყნები იმაში,რომ ვაშინგტონის მიერ ირანთან მოლაპარაკებების მცდელობა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე სამომავლოდ არანაირ გავლენას არ მოახდენს. „ჩვენი მეგობრებისთვის ახლო აღმოსავლეთში ძალზედ მნიშვნელოვანია ის ,რომ ირანთან მოლაპარაკებები მომავალში ღია და გამჭვირვალე იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოკავშირე ქვეყანა ამერიკა-ირანის შეხვედრებისა და ურთიერთობების სამომავლო პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება.“ციტატის დასასრული

ბატონმა გეითსმა ასევე აღნიშნა,რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ გავრცელებული მითქმა-მოთქმა არარეალურია და მსგავსი პროგნოზები რეგიონში შეშფოთების მიზეზად არ უნდა იქცეს:„გულახდილად რომ გითხრათ, ამ ეტაპზე თეირანის მხრიდან დამაიმედებელი არაფერი სჩანს,მაგრამ ჩვენ გვჯერა,რომ ამის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს.რაც შეეხება ჩვენს შორის გარიგებას , ეს აბსოლუტურად არარეალური რამაა.“ ციტატის დასასრული

ეგვიპტეში ჩასვლამდე რობერტ გეითსმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ამერიკასა და თეირანს შორის დაწყებული კონტაქტები მთელი რეგიონის უსაფრთხოების გაზრდის გარანტიაც უნდა გახდეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით,ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის,რათა წინააღმდეგობრივ საკითხებში ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს.თუმცა მინისტრის თქმით ,თეირანი ჯერეჯერობით ყველაფერზე უარს აცხადებს. არავინ უწყის როდის შეცვლის ირანის მთავრობა საკუთარ შეხედულებებს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება.თუმცა დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობის ჩაშლის შემთხვევაშიც სხვა არაერთი შესაძლებლობაც არსებობს-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა. რობერტ გეითსი ეგვიპტიდან საუდის არაბეთში მიემგზავრება.


XS
SM
MD
LG