ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განმუხურის მოვლენები: ამერიკის ხმის საკუთარი ინფორმაცია


მოსკოვი და თვილისი განცხადებებს ცვლიან იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიუძღვის პასუხისმგებლობა სამხედრო ამბოხის დაწყებაში. დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ ამბოხი ნატოს წვრთნებამდე ერთი დღით და ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.

ოფიციალური მხარის ცნობით, ამბოხი მუხროვანის სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე, თბილისდიდან 30 კილომეტრის დაშორებით დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, ამბოხის მიზანი საქართველოს მთავრობის დამხობა და ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლა იყო.

მოსკოვმა, როგორც ცნობილია, მანამდე არაერთხელ გააპროტესტა ნატოს დაგეგმილი მანევრები საქართველოში და მას უადგილო უწოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიაზე აგვისტოს მოვლენები ჯერაც კარგად ახსოვთ. ნატო კი აცხადებს, რომ ვარჯიშები დიდი ხნის წინ დაიგეგმა.

საქართველოს მთავრობამ ამბოხის ორი ორგანიზატორი დააკვავა. მათ შორის არის სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილი მეთაური, გიორგი ღვალაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ იგი ზუსტად არ არის დარწმუნებული რუსეთის მონაწილეობაში, მაგრამ გამოძიება ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მაგრამ ამ ეტაპზე იგი რუსული კავშირის ირგვლივ კონკრეტულ სამხილს ვერ წარმოადგენს.

ამ ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისის ბრალდება მოსკოვის მისამართით “ოფიციალური თბილისის ავადმყოფური წარმოდგენებისა და უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგია.”

საქართველოს ოპოზიციური პარტიების განცხადებით კი მიხეილ სააკაშვილმა მოვლენების ასეთი განვითარება შეთითხნა, რათა ყურადღება გადაეტანა შექმნილი შიდა პრობლემებიდან. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გიორგი ხაინდრავა ამერიკის ხმას უცხადებს, რომ საჯარისო შენაერთის ამბოხის სიმულაცია საბჭოელი ბოლშევიკების ტრადიციით განხორციელდა , რომლებიც თვითონვე ხვდებოდნენ ხოლმე აღტაცებით მათ მიერვე შექმნილი პრობლემების მოგვარებას.

იგი ასევე ამბობს, რომ სააკაშვილი კარგად აცნობიერებს, რომ იგი დედაქალაქს სრულად ვერ აკონტროლებს და რომ ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტის კანცელარია შესატყვისად ვერ მუშაობენ.

XS
SM
MD
LG